ეპისკოპოსი დოსითე ბოგვერაძე:
დაიბადა 29.12.1964 ხარაგაულის რაიონი სოფ. იგორეთი
ნათლობა: 19.01.1990.
ანგელოხის დღე: 04.03 (19.02)
ბერად აღკვეცა: 11.03.2004.
ეპისკოპოსად კურთხევა: 15.06.2014.
1981 წ. დაამთავრა კიცხის საშუალო სკოლა (ხარაგაულის მინიციპალიტეტი)
1981 -1986 მსახურობდა ბათუმის ი. ჭაჭავაძის სახ. სახელმწიფო დრამატულ თეატრში.
1993 წელს დაამთავრა თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრისა და
კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის და მხატვრული თვითშემოქმედების ფაკულტეტი.
1993 წ. დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.
1997 წელს დაამთავრა თბილისის საულიერო აკადემია.
1997-2001 წლებში იყო თბილისის საულიერო სმინარიის დეკანი.
2001-2006 წლებში კი თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ფაკულტეტის დეკანი.
1998-2000 წლებში თბ. ი. ჯავახიშვილის სახ. სახელმწიფო უნივერსიტეტის
თეოლოგიის ფაკულტეტზე ასწავლიდა საეკლესიო სამართალს.
2000-2001 წლებში გაიარა სპეციალიზაცია კონსტანტინეპოლის საპატრირქოს შამბეზის (შვეიცარია) თეოლოგიური ინსტიტუტში.
2004 წლიდან საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირია.
2006 წლიდან ხელმძღვანელობდა ბრიუსელის ქართულ სამრევლოს.
2014 წლიდან წმინდა სინოდის გამორჩევით, დადგენილია ბელგიისა და
ჰოლანდიის ეპარქიის ეპისკოპოსად.
2019 წლიდან, წმ. ეფრემ ასურის სახელობის აღმოსავლეთ-დასავლეთი
სასწავლო-სამეცნიერო საღვთისმეტყველო ცენტრის (Vienna, Austria)
თანადამფუძნებელი.