ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დიასპორა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს და მისი დიასპორა ბელგიის სამეფოში

ბელგიის სამეფოში პირველი ემიგრანტები 1900 წლებიდან ჩნდება. სავარაუდოდ ეს ნიკოლოზ ყიფიანია, წმიდა დიმიტრი ყიფიანის ვაჟი. შემდეგი ეტაპი, ქართველების ბელგიის სამეფოში სავარაუდო ჩამოსვლისა 1921 წლის შემდეგ მოხდა.

დამოუკიდებელ საქართველოს თავს დაესხა ბოლშევიკური რუსეთის წითელი არმია და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მაშინდელმა ხელისუფლებამ პოლიტიკური გადარჩენის მიზნით, საქართველო ბათუმიდან გემით დატოვა და ევროპას, საფრანგეთის რესპუბლიკას შეაფარა თავი. საფრანგეთიდან კი ისნი მთელს ევროპაში გაიფანტნენ. მათ შორის ბელგიის სამეფოშიც დამკვიდრდა რამოდენიმე ოჯახი.

იმ დრონდელი დიასპორიდან ბევრი მათგანი ცნობილია:

1 ნიკო ყიფიანი (დიმიტრის ძე) 1905
2 რაფიელ გოკიელი 1868 1931
3 პავლე ყიფიანი 1864 1931
4 ლიზა წერეთელი მულსისა (ულს) 1890 1935
5 ანდრია მესხი 1890 1935
6 ნიჟარაძის ასული 1937
7 ნინო ხუჯაძე ჯაყელისა 1896 1939
8 სოფო გოკიელისა 1879 1941
9 ალექსანდრე ჯაყელი 1876 1943 1
0 რომან ჯავახიშვილი 1943
11 მერაბ ჯორჯაძე 1899 1943
12 რაჟდენ არეშიძე 1944
13 თამარ თარხნიშვილის ასული 1886 1945
14 სერგო მესხი 1947
15 იაკობ ტატიშვილი 1891 1949
16 ნატალია ერისთავის ასული 1949
17 ირაკლი ერისთავი 1876 1950
18 ნიკო მანანდოვი 1882 1950
19 დიმიტრი გაგუა 1953
20 არკადი მანსვეტაშვილი 1891 1954
21 ანეტა ამირაჯიბი ბაგრატიონი ყიფიანისა 1875 1957
22 დავით ბრეგვაძე 1895 1958
23 ელიზბარ ვაჩნაძე (1924 შეფიცული) 1895 1958
24 ელენე ამირაჯიბი ბაგრატიონი წულუკიძისა 1888 1960
25 რობერტ(ი) მულსი წერეთელი 1924 1960
26 ელენე თარხნიშვილი ბრანტისა (ვონ Bრანდტ) 1889 1962 გიორგი სააკაძის, თარხან მოურავის შთამომავალი
27 ვანო ლაზარიშვილი 1893 1964
28 ერმილე თუთბერიძე 1897 1965
29 ილო მაჩაბელი 1965
30 ნიკო ზაბეგალოვი 1897 1966
31 დავით ანჯაფარიძე 1908 1968 ელენე ანჯაფარიძეს მამა
32 ვანო ვაზაშვილი 1969
33 ირაკლი ცაგურია 1894 1969
34 არჩილ ჯოხაძე 1902 1969
35 ალექსი დუმბაძე ივანესძე 1970
36 მარკოზ ტუღუში 1898 1971
37 გიორგი ავალიანი 1900 1971
38 შალვა თუთბერიძე 1971
39 ნინო პაატაშვილი-ბერეკაშვილისა 1893 1975
40 ელენე (ელა) წერეთელი ჯაყელისა (გაშორებული) 1910 1975
41 დავით ბერეკაშვილი 1893 1976
42 ვანო ბაბანასოვი 1899 1980
43 ელისაბედ ფონ ბრანტი-თარხნიშვილი Vაეს-ისა 1913 (?) 1981
44 გიორგი ყაველაშვილი 1907 1982
45 დიმო ცხონდია 1904 1982
46 მასტრიდია დადიანი ყიფიანისა 1907 1985
47 როსტომ ყიფიანი 1897 1986
48 ნათელა ბერეკაშვილი 1924 1986
49 ილია (ილიკო) მილორავა
50 მერი წერეთელი 1913 1990
51 ელენე (ელა) ყიფიანი 1899 1992
52 ირაკლი ოთხმეზური 1907 1997
53 რუსუდან ყიფიანი ოთხმეზურისა 1906 2009 დაბრუნდენ საქართველოში
54 თომა ბექაური ( შეფიცული 1924) საბჭოთა კ.-ს ბოლო წლებში დაბრუნდა ხევსურეთში
55 გოგი ღლონტი საბჭოთა კ.-ს ბოლო წლებში დაბრუნდა გურიაში
56 საბაშვილი დაბრუნდა საქართველოში
57 ოთარ ჯაყელი 1920 2001 დაბრუნდენ საქართველოში
58 ეთერი რუხაძე ჯაყელისა დაბრუნდენ საქართველოში

II მსოფლიო ომის შემდეგ, ცნობილია სასულიერო პირის, წმ. გრიგოლ ფერაძის მოღვაწეობა პოლონეთში, პარიზსა და ბრიუსელში. პიროვნება რომელმაც თავისი სიცოცხლე ებრაელი მეგობრის გადასარჩენად შესწირა ოსვენციმის ბანაკში (პოლონეთი). დღეს ის პოლონეთისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხილი.

90-იან წლებში საქართველომ საბჭოთა კავშირი დატოვა, დამოუკიდებლობა მოიპოვა და განვითარების დემოკრატიული გზა აირჩია. თუმცა დამოუკიდებლობის გამოცხადება ქართველ ხალხს ძალიან ძვირი დაუჯდა, სამოქალაქო ომსა და გაჭირვებას ბევრმა ემიგრაციაში წასვლით დააღწია თავი. ბელგიის სამეფოს ბევრმა ქართველმა ოჯახით შეაფარა თავი.

2008 წლის აგვისტოში, 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა ტერიტორიის 20 % -ის ოკუპაცია განახორციელა. ლტოლვილთა დიდი ნაკადის ერთმა ნაწილმა ბელგიას შეაფარა თავი.

საერთო ჯამში, ორი დიდი, ტრაგიკული მოვლენის პირობებში, საქართველო მილიონზე მეტმა მოქალაქემ დატოვა. უმეტესობა ევროპამ და ამერიკამ შეიფარა.

თანამედროვე ქართული დიასპორის გაჩენას, მის კულტურულ-სოციალურ და რელიგიურ ინტერესებს, დროსა და სივრცეში, მოჰყვა ქართული კულტურული და ქრისტიანული მართლმადიედებლური თემების ჩამოყალიბებაც . სამრევლოების დაარსება ბელგიასა და ზოგადად დასავლეთ ევროპაში. ასევე, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაშიც კი.

ქრისტიანული სამრევლოების თვითორგანიზებამ, მათი ინტერესების გათვალისწინებამ, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე დასვა საკითხი დასავლეთ ევროპასა და ამერიკაში ქართული მართლმადიდებელი ეპარქიების შეიქმნისა. ასე შეიქმნა დასავლეთ ევროპის ; გერმანიისა და ავსტრიის ; ბელგიისა და ჰოლანდიის ; დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ; ჩრდილოეთ ამერიკის ; სამხრეთ ამერიკისა და ავსტრალიის ეპარქიები.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის , ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია 2014 წელს დაფუძნდა მან ქრისტესმიერი ძმური ადგილი დაიჭირა სხვა მართლმადიდებელი ეკლესიების : კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს, რუსეთის, სერბეთის, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიების გვერდით. ბელგიის სამეფოში ეპარქიის იურისდიქციაში 3 ეკლესია და 4 სამრევლო ფუნქციონირებს : ბრიუსელის წმიდა თამარ მეფის ეკლესია ; ანტვერპენის წმიდა ნინოს ეკლესია : ლიეჟის წმიდა იოანე ღვთისმეტყველის ეკლესია : ამსტერდამის ჯვართამაღლების სამრევლო ; დენ ჰააგის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სამრევლო ; გენტის წმიდა გიორგის სამრევლო ; ოსტენდის წმიდა ნიკოლოწის სამრევლო ; როტერდამის წმიდა ნიკოლოწის სამრევლო ;

ბელგიისა და ჰოლანდიის ეპარქია დღეს დიასპორისთვის წარმაოდგენს არა მარტო ქართველი ხალხის რწმენისა და საეკელსიო ცხოვრების ნავთსაყუდელს, რომელიც მრევსლ უპირველეს ყოფვლისა ქრისტიანული ღირებულებების დაუფლებასა და სულიერ ცხოვრებაში ეხმარება, არამედ მან შეიძინა ამავდროულად სოციალურ-კულტურული და საგანმანათლებლო ფუნქციაც.

ეკლესიის დიასპორაში მსახურების პრაქტიკამ და სამოძვრო მზრუნველობის საჭიროებამ დაგვანახა, რომ დიასპორის წარმომადგენელებს ესაჭიროებათ არამხოლოდ სოციალური და სამოქალაქო ინტეგრირებში ხელის შეწყობა, არამედ ქართული ენის, ფოლკლორის, ისტორიის, სიმღერის და ცეკვის, თეატრის, ლიტერატურის, ხელოვნების კურსების მოწყობა ; ეროვნულ-კულტურული იდენტობის შენარჩუნება.

ბელგიაში წარმატებით მოღვაწეობენ ქართული დიასპორის ასოციაციები :

ქართული ცეკვის ანსამლი და შემოქმედებითი გაერთიანება „მედეა“ ქალაქები: ანტვერპენი, ამსტერდამი, ბრიუსელი და ლიეჟი;
შემოქმედებითი გაერთიანება და ქართული ცეკვის ანსამბლი « იმედი » ქ. ანტვერპენი ;
ქართული ეთნოკულტურული ცენტრი « კავკასიონი » ქ. ანტვერპენი;
ვაჟთა კვარტეტი « მამული » ქ. ანტვერპენი;
ფოლკლორული ანსამბლი « ბარაკონი » ქ. ბრიუსელი;
წმ თამარ მეფის ასოციაცია ქ. ბრიუსელი;
წმ. გიორგის სოციო-კულტურულ-რელიგიური ასოციაცია ქ. გენტი;
ასოციაცია « ქართული დიასპორა მამაული ბელგიაში » ქ. ლიეჟი.
ფონდი „ბაგრატიონი“ ამსტერდამი
„ქართული კულტურის ცენტრი“ ქ. ამსტერდამი
ფონდი „დისპორების ალიანსი“ ქ. ამსტერდამი
„დისპორათა მსოფლიო გაერთიანება“ ქ. დენ ჰააგი

ევროპისთვის, საკუთრივ კი ბელგიის სამეფოსთვის, უცხო არაა მრავალ ეროვნული, მრავალეთნიკური გარემო. საზოგადოებასა და კულტურათა შორის დიალოგი ამშვნენიერებს და ალამაზებს მის ყოველდღიურ ყოფას. გარემომცველი სამყარო მშვენიერია. განსაკუთრებით მაშინ, თუ სწორად აფასებ უკვე არსებულს, პირადად ხარ ამ მშვენიერების შექმნაში ჩართული და მოტივირებული ხარ სამომავლო კონსტრუაციული თანამშრომლობისათვის. ჩართულობა გვეხმარება მიზნების განხორციელებაში, გამოცდილების გაზიარებაში, რომელიც ამდიდრებს ჩვენს კულტურას, ხელმისაწვდომს ხდის სიკეთეს. პიროვნებაში პატივისცემას და სიყვარულს ბადებს. კეთილ მოქალაქედ გაქცევს. სიმპათიით განგაწყობს ქალაქისა და ქვეყნის მიმართ.

ქართული დიასპორის როლი მუდამ დადებით როლს თამაშობდა ქართული სახელმწიფოებრიობის ისტორიაში.

ისტორიის მანძილზე, როგორც პირველ ისე მეორე ათასწლეულში, საქართველოში ქრისტიანობა და საეკლესიო ცხოვრება, მისი ამოცანები და რელიგიური პოლიტიკური კურსის განსაზღვრა დიდ წილად დამოკიდებული იყო საზღვარგარეთ მყოფი ქართველი საეკლესიო და საერო პირების მოღვაწებაზე.

ქართული დიასპორა მაგალითად პალესტინაში, სინას მთასზე, შავ მთაზე ანტიოქიასთან, თუ ათონის ივერთა მონასტერში, განსაღვრავდა ქართული ეკელსიის და საქართველოში მცხოვრები ხალხის რელიგიურ, კულტურულ, ლიტერატურულ და შეიძლება ითქვას, პოლიტიკურ კურსსაც.

დიასპორული ცხოვრება და ადგილზე მიღებული სულიერი და კულტურული გამოცდილება, გამოწვევების გააზრება-გადაფასება ხდებოდა შემდეგ საქართველოში რეფრორმების საწინდარი.

რა შეუძლია ამ წარსულმა დღეს ჩვენ გვითხრას და გვასწალოს? რას ეუბნება ეს დღეს ქართულ დიასპორებს?
აქ, ალბათ უნდა ითქვას, რომ დიასპორას დღესაც აქვს ისტორიული ამოცანა როგორც საკუთრივ საქართველოს, ისე ევროპის წინაშე, დღევანდელი და სამომავლო იდენტობის განსაზღვრის საქმეში.